• 08-05-2024
    მიქაუტაძე: "ამის შემდეგ 'აიაქსის" მწვრთნელმა დამირეკა, ვნახოთ რა იქნება მომავალში"
    მიქაუტაძე: "ამის შემდეგ 'აიაქსის" მწვრთნელმა დამირეკა, ვნახოთ რა იქნება მომავალში"

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა.

    შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "მატჩის პირველი ტაიმი რთული იყო, კარგად ვერ ვთამაშობდით, მაგრამ გოლი რომ გავიტანეთ, თამაში გაიხსნა და უფრო ადვილი გახდა.

    "ქოჩორაშვილს პენალტის დარტყმა უნდოდა, ისევე როგორც მე, თუმცა შევთანხმდით, რომ მე დავარტყავდი.

    "აიაქსის მწვრთნელთან მქონდა კომუნიკაცია, დამირეკა და მომილოცა ტაილანდთან პოკერი. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.

    "კარგია გოლების გატანა, თავდამსხმელი ვარ და გოლები მჭირდება, ასე უნდა გავაგრძელო", - თქვა მიქაუტაძემ.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი ამჟამად "მეცის" რიგებში იჯარის წესით ირიცხება, სეზონის დასრულების შემდეგ კი ფრანგებს მისი "აიაქსიდან" გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

    Facebook კომენტარები