• 09-05-2024
    "ხაშურის ივერიასაც რომ ჩააცვა ეგ ფორმა...", - როგორ ეხმაურებიან ქართველი ქომაგები რეალის საოცარ ტრიუმფს
    "ხაშურის ივერიასაც რომ ჩააცვა ეგ ფორმა...", - როგორ ეხმაურებიან ქართველი ქომაგები რეალის საოცარ ტრიუმფს

    როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მადრიდის "რეალმა" მიუნხენის "ბაიერნი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. 

    ამ მატჩში "თეთრებმა" კიდევ ერთხელ გამოაჩინეს მბერძოლი ხაისიათი და გერმანელებს საკუთარი იარაღითვე ბოლო წუთებზე მოუგეს. 

    ამ დაძაბულ მატჩს ქართველი გულშემატკივარი სოციალურ მედიაში გამოეხმაურა: 

    "რეალი" "ბერნაბეუზე" და "ტორპედო" "რამაზ შენგელიაზე" იგივეა" 

    "ესენი იმდენს იზამენ ანთიმოზ ივერიელის თასსაც ესპანეთში წაიღებენ" 

    "როგორ ვთქვა ჩაწყობილიაო, დამშეული მგლებივით იბრძვიან" 

    "ბაიერნი" დაამარცხეთ, კიბატანო, ახლა გელოდებით "დინამოზე" 

    "ხაშურის ივერიასაც რომ ჩააცვა ეგ ფორმა ისინიც მოიგებენ" 

    "დახურეთ ეს გუნდი, შეჭამეს ტვინი"

    "მერამდენედ უნდა ქნან იგივე, ზაზუნის დღეა"

    "ნოიერმა შეცდომა დაუშვა, ეს ზეწოლისგან იყო, რომელმაც დიდმა მანუმაც ვერ გაუძლო"

    "კომბლესავით არიან, ოღონდ ესენი თასებს თლიან და ჭერში აწყობენ"

    Facebook კომენტარები