• 09-05-2024
    დე ლიხტი - გაუქმებული გოლის შემდეგ გვერდითი მსაჯი ჩემთან მოვიდა და პირდაპირ ეს მითხრა
    დე ლიხტი - გაუქმებული გოლის შემდეგ გვერდითი მსაჯი ჩემთან მოვიდა და პირდაპირ ეს მითხრა

    მადრიდის რეალისა და მიუნხენის ბაიერნის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ხმაურიანი ეპიზოდით დასრულდა.

    შეხვედრის ბოლო წუთზე მატიის დე ლიხტმა რეალის კარში გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

    თამაშის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ნიდერლანდელმა მცველმა განაცხადა, რომ მასთან გვერდითი მსაჯი მივიდა, მოუბოდიშა და უთხრა, რომ შეცდომა დაუშვა.

    "გვერდითი მსაჯი მოვიდა და მითხრა, რომ შეცდა", - განაცხადა დე ლიხტმა.

    შეგახსენებთ, რომ რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდს შეხვდება.

    Facebook კომენტარები