• 09-05-2024
    ალფონსო დევისი: "გადავალ თუ არა მადრიდში?..."
    ალფონსო დევისი: "გადავალ თუ არა მადრიდში?..."

    ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, ალფონსო დევისმა ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე, გადავა თუ არა ის მადრიდის "რეალში", პასუხი შემდეგნაირად გასცა: 

    "ვითამაშებ  თუ არა ბერნაბეუზე მომავალში?ამ მომენტისთვის ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს მხოლოდ "ბაიერნთან" აწარმოებს. რაც არ უნდა მოხდეს, კლუბის მადლიერი ყოველთვის ვიქნები. 

    შეგახსენებთ, რომ დევისი და "რეკორდმაისტერი" ლიგიდან გამოვარდნით მიმდინარე სეზონს უტიტულოდ დაასრულებენ. მიუხედავად გულშემატკივრების მხრიდან არბიტრთა შეცდომებზე აპელირებისა, ჩემპიონთა ლიგიური დაპირისპირება ამ გუნდებს შორის ყოველყვის საოცარი სანახაობით მთავრდება.

    Facebook კომენტარები