17-03-2023

1/4 და 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია - როგორი გზის გავლა მოუწევს "ნაპოლის" ფინალისთვის

ავტორი
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და გაირკვა, თუ რომელი გუნდები დაუპისირპიდებიან ერთმანეთს ნახევარფინალში გადასასვლელად.
რა თქმა უნდა, ქართველი ქომაგებისთვის ყველაზე დიდ ინტერესს "ნაპოლის" მოსალოდნელი მეტოქე იწვევდა. წილისყრამ "პარტენოპეის" მეტოქედ "მილანი" არგუნა.
რაც შეეხება სხვა გუნდებს, 1/4 ფინალში შემდეგი წყვილები მივიღეთ:
- "რეალ მადრიდი" - "ჩელსი"
- "ინტერი" - "ბენფიკა"
- "მანჩესტერ სიტი" - "ბაიერნი"
- "ნაპოლი" - "მილანი"
1/2 ფინალში შემდეგი დაპირისპირება გველის:
- "ნაპოლი"/"მილანი" - "ინტერი"/"ბენფიკა"
- "რეალი"/"ჩელსი" - "მანჩესტერ სიტი"/"ბაიერნი"
ტეგები:
Facebook კომენტარები