• 09-05-2024
    სუპერკომპიუტერმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი დაასახელა
    სუპერკომპიუტერმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი დაასახელა

    მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია უდიდეს საფეხბურთო სცენაზე გამოჩნდა, ძალიან ბევრის ყურადღება მიიპყრო.

    უამრავი გოლით, საგოლე პასით, დომინანტური ჩემპიონობით და ბრწყინვალე პერფორმანსით ქართველი შემტევი გრანდების ინტერესის ქვეშ მოექცა.

    ამ დრომდე კვარას არაერთი ევროპული გრანდი დაუკავშირეს, როგორებიც მადრიდის "რეალი", კატალონიის "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" არიან.

    აღსანიშნავია, რომ სუპერკომპიუტერმა გააკეთა პროგნოზი, სადაც 23 წლის ფეხბურთელის მომავალი კლუბი ივარაუდა.

    მისი აზრით, ხვიჩას შემდეგი გუნდი "პარის სენ-ჟერმენი" იქნება, რაც გამოწვეული, შესაძლოა, კილიან მბაპეს კლუბიდან წასვლით იყოს.

    ასე და ამგვარად, სუპერკომპიუტერი მორიგ საინტერესო პროგნოზს გვთავაზობს, ხოლო ფაქტი ისაა, რომ კვარას "ნაპოლისთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები