• 10-05-2024
    "ლურჯების" გასაჭირი - რაში ლიდერობს "ჩელსი" პრემიერ ლიგას
    "ლურჯების" გასაჭირი - რაში ლიდერობს "ჩელსი" პრემიერ ლიგას

    Transfermarkt-ის მონაცემებით, მიმდინარე სეზონში ლონდონის "ჩელსი" ტრავმებით ყველაზე მეტად დაზარალებული გუნდია პრემიერ ლიგაში. 

    მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნის შემდეგ, პირველივე სეზონში "არისტოკტარების" მოთამაშეებს ჯამში 309 მატჩი გაუცდა დაზიანებების გამო. 

    კიდევ უფრო გასაოცარი ის არის, რომ მათ 16-ით მეტი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავდათ, ვიდრე ამ კომპონენტში მეორე ადგილზე გასულ "ნიუკასლს". 

    მიეცემა თუ არა პოჩეტინოს კიდევ უფრო მეტი დრო, რათა დაამტკიცოს თავისი თავი ლონდონელთა თავკაცის რანგში, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ფაქტი ისაა, რომ მიუხედავად ტრავმირებულთა აურაცხელი რაოდენობისა, არგენტინელმა სპეციალისტმა მოახერხა და 35 ტურის შემდეგ 54 ქულას მოუყარა თავი. 

    ამ მომენტისთვის "ჩელსი" ცხრილის მეშვიდე ადგილზე იმყოფება და თანაბარი ქულებით მისი ყველაზე ახლო მდევარი "მანჩესტერ იუნაიტედია".

    Facebook კომენტარები