• 10-05-2024
    რა მოხდა იტალიაში "პარი სენ-ჟერმენისა" და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის
    რა მოხდა იტალიაში "პარი სენ-ჟერმენისა" და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის

    ცნობილმა გამოცემა "RMC Sport"-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, ქართველი შემტევის დამატებით "პარის სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.

    როგორც იწერება, ლუის ენრიკე კილიან მბაპეს შემცვლელად, რომელიც ფრანგულ გუნდს ზაფხულში დატოვებს, სწორედ კვარას განიხილავს.

    საგულისხმოა ისიც, რომ პარიზული კლუბის მესვეურები ნეაპოლში იმყოფებოდნენ და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან გამართეს.

    აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მხარეები ჯერ არანაირ კონტრაქტზე არ შეთანხმებულან

    ცნობისთვის, ხვიჩას "პარტენოპეისთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები