რამდენიმე სპორტული გამოცემის ცნობით, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" საფრანგეთის ნაკრების მსგავსად 10 ნომრიანი მაისურის ტარება სურს.
რამდენად მოახერხებს "ბლანკოსი" ამას, ლუკა მოდრიჩის წასვლაზე იქნება დამოკიდებული, ვინაიდან ხორვატი აქტიურად განიხილავს ზაფხულში კლუბის დატოვებას. თუ ასე არ მოხდა, დიდია შანსი მბაპემ 9 ნომერი მოირგოს, რომელიც ამ მომენტისთვის თავისუფალია.
მოდრიჩის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მიუხედავად ამისა, ის "რეალისთვის" მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და შანსი აქვს 38 წლის ასაკში ესპანურ კლუბთან ერთად რიგით მე-6 ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.
რაც შეეხება მბაპეს, მართალია ეს ისედაც ყველამ იცოდა, თუმცა 25 წლის ფეხბურთელმა ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა "პარი სენ ჟერმენიდან" წასვლის შესახებ. ამიტომაც, მისი "რეალში" ტრანსფერი ახლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.