• 19-03-2023
    "ჩემპიონები გავხდებით" - რას ფიქრობენ "ბარსას" ფეხბურთელები მომავალ "კლასიკოზე"
    [/xfgiven_playerads]
    "ჩემპიონები გავხდებით" - რას ფიქრობენ "ბარსას" ფეხბურთელები მომავალ "კლასიკოზე"
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, 19 მარტს მადრიდის "რეალს" ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩი კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ელის.


    ამ შეხვედრას კატალონიელები "სამეფო კლუბთან" 9-ქულიანი უპირატესობით ხვდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა 12 ქულამდე გაიზრდება.


    რა თქმა უნდა, ეს "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმაც შესანიშნავად იციან.


    SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ასეთი განწყობაა: "თუ კვირას მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით."


    მაშასადამე, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ კვირას ჩავის გუნდს საჩემპიონო მატჩი აქვს გასამართი.


    "ელ კლასიკო" თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები