• 12-05-2024
    "ბოდიში ყველას, მძიმე ვითარებაში ვართ" - რა განცხადება გაკეთდა "ნაპოლიდან"
    "ბოდიში ყველას, მძიმე ვითარებაში ვართ" - რა განცხადება გაკეთდა "ნაპოლიდან"

    სერია ა-ს 36-ე ტურში "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" გამართულ მატჩში "ნაპოლი" "ბოლონიასთან" 0:2 დამარცხდა.

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არც ფრანჩესკო კალცონამ და არც "პარტენოპეის" ფეხბურთელებმა არ გააკეთეს.

    ამ საკითხთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ პრესკოფერნეციაზე პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლა ლომბარდომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

    "ბოდიში ყველას, ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

    "ახლა მძიმე ვითარებაში ვართ, ხოლო კალცონა მედიასთან ახლო მომავალში ისაუბრებს", - თქვა ლომბარდომ.

    Facebook კომენტარები