• 14-05-2024
    საუკეთესო შედეგი ლა ლიგაში - გიორგი მამარდაშვილის მორიგი მიღწევა
    საუკეთესო შედეგი ლა ლიგაში - გიორგი მამარდაშვილის მორიგი მიღწევა

    ცნობილმა სტატისტიკურმა გვერდმა "Opta"-მ "ვალენსიას" მეაკრის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა.

    კერძოდ, ქართველმა კარის დარაჯმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან ყველაზე მეტჯერ იხსნა.

    როგორც გვერდი წერს, "ღამურებმა" ამ სეზონში 131 კარში დარტყმა მიიღეს, რის გამოც გოლი გაშვების კოეფიციენტი 43.7-ია.

    აქედან 23 წლის მეკარემ 34 გოლი გაუშვა, რაც იმას ნიშნავს თავისი გუნდი 9.7 გაშვებული გოლისგან გადაარჩინა, რაც ესპანეთის ჩემპიონატში ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.

    აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მამარდას ლა ლიგის ამ გათამაშებაში 13-ჯერ შენახული მშრალი კარი დაუგროვდა.

    Facebook კომენტარები