

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვვნული ნაკრები ერთ ამხანაგურს შეხვედრასა (მონღოლეთის წინააღმდეგ) და ერთ ოფიცუალურ მატჩს (ნორვეგიის წინააღმდეგ) ჩაატარებს.
აღნიშნული თამაშების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწრთვნელმა ვილი სანიოლიმ პრესკონფრენეცია გამართა.
"ხოჭოლავას სიტუაცია? მას დიდი ხანია, მუხლის პრობლემა აქვს. რამდენიმე დღის წინ მან მხოლოდ კლუბის თხოვნით ითამაშა. ხოჭოლოვას ნაკრების დახმარება სურდა, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ გამოვა და ტრავმის გამო იგი 6-8 კვირას იუქმებს.
"მსურს, რომ ყველა ჩემი ფეხბურთელი ყოველთვის 90 წუთს თამაშობდეს, მაგრამ ეს მთლიანად ჩემზე არაა დამოკიდებული. აზაროვს თავიდან პრობლემა ჰქონდა, წიტაიშვილი ვერ თამაშობს, კვეკვესკირი დიდ დროს მოედანზე არასდროს ატარებდა, მაგრამ საჭირო ტემპი აქვს. ვაანალიზებ, რომ მოღლეთთან ამხანაგური შეხვედრა გველის, თუმცა ნორვეგიეასთან პრინციპული მატჩის გამო ისეთი ფეხბურთელები უნდა გამოვიყენო, რომლებიც მუდმივად თამაშობენ.
"ლუკა გაგნიძე ადრე არ გამოვიძახე, ვინაიდან ვიფიქრე, რომ იგი ჯერ მზად არ იყო. ბოლოს მისი თამაშები ვნახე და ვფიქრობ, რომ ამისი დრო დადგა.
"რატომ არ გამოვიძახე ყაზაიშვილი? როგორც მწრთვნელი, ჩემი მიზანია ფეხბურთელები გამოვიძახო ისე, რასაც ისინი აკეთებენ. ეროვნულ გუნდში კარგი ვითარება უნდა იყოს, კარგი განწყობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით, ვაკო არ გამოვიძახე. თუმცა რა იქნება მომავალში, ვნახოთ.
"ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდია. მათ ტოპ მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთელებიც უკვე კარგ კლუბებში ასპარეზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის ნაკრებს ვხვდებით, ჩვენი მიზანი მოგება იქნება.
"გაბრიელ სიგუა ისეთი მოთამაშეა, რომელსაც დასავლეთ ევროპაში ძალიან აფასებენ, მას ლეონ გორეცკას შევადარებდი. მთავარი ისაა, რომ მან ნაკრებშიც ისე ითამაშოს, როგორც დინამო "თბილისში".
"ერლინგ ჰოლანდი? არ მსურს, რომ სხვა ნაკრების ფეხბურთელებზე ვისაუბრო. მათ ჰყავთ ჰოლანდი, ჩვენ კი გურამ კაშია.
"გიორგი ჩაკვეტაძემ კარგად იცის რა სისტემითა და სტილით ვთამაშობთ. როდესაც იგი აქ ჩამოვა, აუცილებლად დაველაპარაკები. მთავარია, რომ ის ჯანმრთელადაა, თამაშობს და გუნდთან ერთად იქნება", - განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს მონღოლებთან მატჩი 25, ხოლო ნორვეგიასთან 28 მარტს ელის.