• 30-06-2023
    “ის ნამდვილად იქნებოდა ამ ნიჭიერი ბიჭების გვერდით” - გიორგი შაქარაშვილის დედის კომენტარი
    “ის ნამდვილად იქნებოდა ამ ნიჭიერი ბიჭების გვერდით” - გიორგი შაქარაშვილის დედის კომენტარი

    ცნობილი ჟურნალისტი, ლაშა ბაბუხადია სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

    “გახსოვთ გიორგი შაქარაშვილი?

    ის ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, გიორგი გოჩელეიშვილის და სხვა 21 წლამდელთა ნაკრების ვარსკვლავების თანაგუნდელი იყო და ყველაზე ნიჭიერი მთელს გუნდში..

    შაქარა ახლა ის ამ ვარსკვლავური ნაკრების წამყვანი ძალა უნდა იყოს.

    ვინ დაივიწყებს ასეთი ვარსკვლავთბიჭუნის მკვლელობას?

    ვუყურებ მატჩებს დიდი სიყვარულით და ამხელა წარმატება სიგიჟემდე მიხარია, მაგრამ მაშინვე ორი ამხელა სინანულის განცდა და წუხილი შემომაწვება რომ  მორცხვი,თავმდაბალი, უნიჭიერესი ფეხბურთელი შაქარა, რომელიც ბურთით მოედანზე შეუჩერებელი და თამამი იყო აქ უნდა იყოს და ხალხის სიყვარულს უნდა იღებდეს ცოცხლად...” - წერს ბაბუხადია.

    ბაბუხადიას კომენტარებში გიორგი შაქარაშბილის დედა გამოეხმაურა:

    Facebook კომენტარები