21-03-2023

"თუ ნაპოლიმ ეს შეძლო, ქუჩაში შიშველი გავივლი" - საულინოს ხმაურიანი განცხადება

ავტორი
როგორც იცით, მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" ბრწყინვალედ გამოიყურება და კლუბი შთამბეჭდავად როგორც სერია ა-ში, ისე ევრო ტურნირზეც ასპარეზობს.
გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ რეალური შანსი გაჩნდა იმისა, რომ "პარტენოპეი" ტურნირის ფინალშიც ვიხილოთ.
ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა იტალიელმა ინფლუენსერმა და მსახიობმა პაოლა საულინომ საინტერესო რამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, იგი ნეაპოლის ქუჩებში შიშველი გაივლის.
აქვე გეტყვით, რომ ნეაპოლელები ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში "მილანს" დაუპირისპირდებიან.
ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ მილანელთა ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ნახევარფინალში მეტოქე ლისაბონის "ბენფიკასა" და მილანის "ინტერს" შორის საუკეთესო იქნება.
Facebook კომენტარები