23-03-2023

დე ლაურენტისის დიდი გეგმები - როგორ აპირებს "ნაპოლის" პრეზიდენტი ჩემპიონობის აღნიშვნას

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლი" დიდი ხნის შემდეგ სერია ა-ს ჩემპიონობას უახლოვდება.
La Republica-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარტენოპეის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი სკუდეტოს ჩემპიონობუს აღსანიშნავად კრუიზზე 1000 კაცის დაპატიჟებას გეგმავს.
"ნაპოლის" ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დარჩა. ქალაქის მუნიციპალიტეტი და კლუბი სერია ა-ს აღსანიშნად სამზადისს უკვე შეუდგნენ. "პარტენოპეიმ" მსგავსი წვეულება ადრეც მოაწყო, როდესაც დიეგო მარადონამ გუნდს ტიტული მოუპოვა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი უფრო გრანდიოზული იქნება." - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, "ნაპოლის" ჩემპიონობაში ქართველი მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ეხმარება.
ტეგები:
Facebook კომენტარები