• 18-05-2024
    მოედანზე საუკეთესო! - რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში
    მოედანზე საუკეთესო! - რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში

    სერია ა-ს 37-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" შორის გამართული დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. 

    აღნიშნულ შეხვედრაში, ქართველმა ვარსკვლამვა ულამაზესი შორეული ჯარიმა გაიტანა და გუნდს ქულის გადარჩენაში დაეხმარა. 

    თუმცა, მიუხედავად კვარას ულამაზესი გოლისა, "ნაპოლიმ" ამ შედეგით ევროტურნირზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. 

    მატჩის შემდეგ, გამოცემა "Sofascore"-მა ტრადიციულად ფეხბურთელებს 10-ბალიანი სისტემით ქულები დაუწერა. 

    საფეხბურთო სააგენტოსგან ხვიჩამ 7.8 ქულა დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელია. 

    აქვე შეგახსენებთ, რომ კვარა "ნაპოლისთან" ერთად სეზონის ბოლო მატჩს 26 მაისს "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს, მას შემდეგ კი საქართველოს ნაკრების შეკრებას შეუერთდება და ევრო 2024-სთვის მზადებას შეუდგება.

    Facebook კომენტარები