• 30-06-2023
    ბანტუ მზვაკალი გორის “დილაში” ითამაშებს
    ბანტუ მზვაკალი გორის “დილაში” ითამაშებს

    29 წლის სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი, ბანტუ მზვაკალი კარიერას გორის “დილაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას შიდა-ქართლული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    29 წლის ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის გამოცდილებაც აქვს. მზვაკალის ქართულ კარიერაში საფეხბურთო კლუბ “რუსთვსა” და ქობულეთის “შუქურაში” უთამაშია. 

    რაც შეეხება კარიერის დანარჩენ ნაწილს, ბანტუმ საფეხბურთო კარიერა “აიაქსის” აკადემიაში დაიწყო, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ფუნქციონირებდა, შემდეგ თამაშობდა ადგილობრივ ჩემპიონატში, შვედურ “ბრაგეში” რის შემდეგაც კარიერა საქართველოში განაგრძო. 

    მიმდინარე სეზონში ბანტუ მზვაკალი ,,შუქურას” ერთ ერთი ლიდერი გახლდათ. სამხრეთ აფირიელმა ფეხბურთელმა 18 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

    Facebook კომენტარები