

საქარათველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სანაკრებო მატჩების წინ სფფ-ის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა.
გთავაზობთ, მცირე ამონარიდს ქართველის ინტერვიუდან.
"ბათუმში გადასვლის შემდეგ გულშემატკივრებმა თავდაჯერება დამიბრუნეს. სტადიონი თითქმის ყველა თამაშზე სავსე იყო. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ევროპის ტოპ გუნდში. გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. დინამო ბათუმმა დიდი როლი ითამაშა ნეაპოლიში წასვლის წინ
"რა ასპექტები განვავითარე? ზოგადად, ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა ალბათ დაცვაში თამაშსა და გუნდურობას მოვუმატე. ასეთ გუნდსა და ნაკრებში თამაშმა მოიტანა ეს შედეგი, რომ უფრო გუნდთან ერთად ვითამაშო, რადგან გუნდურობის გარეშე ასეთი ფეხბურთელი ვერ ვიქნებოდი.
"ნეაპოლში ჩასვლის შემდეგ, ზოგი ჩემზე კარგს, ხოლ ზოგიც ცუდს ამბობდა. პირველივე თამაშში გოლის გატანის შემდეგ ვიგრძენი, რომ მაღალ დონეზე თამაში შეძელო, როგორც სერია ა-ს შეეფერება. ჩემს თავში ვიპოვე რწმენა, რომელიც ძალიან დამეხმარა", - თქვა ხვიჩამ.