• 18-05-2024
    "სიტყვებს ვერ ვპოუობ, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი" - რა თქვა კალცონამ ხვიჩას საოცარ მატჩზე
    "სიტყვებს ვერ ვპოუობ, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი" - რა თქვა კალცონამ ხვიჩას საოცარ მატჩზე

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 37-ე ტურში "ნაპოლი" "ფიორენტინას" შეხვდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

    აღნიშნულ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ ნამდვილი შედევრი შექმნა და ჯარიმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა.

    კვარას პერფორმანსის შემდეგ ფრანჩესკო კალცონამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა ვერ შევძელით. პირველ ტაიმში სამი დარტყმულიდან ორი გაგვივიდა. მეტი ყურადღება იყო საჭირო.

    "ხვიჩა? სიტყვებს ვერ ვპოულობ, თუმცა ვიტყვი, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელიც ვითარდება და ამასთანავე, გათავისებული აქვს, რომ დაცვაშიც უნდა ითამაშოს", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

    Facebook კომენტარები