იტალიური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე აქტიურად მუშაობს. ამასთანავე, აურელიო დე ლაურენტისი მომავალი სეზონისთვის მწვრთნელის შერჩევაზეც ფიქრობს. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვინჩენცო იტალიანოს ესაუბრა.
ჯოვანი მანამ და „ფიორენტინას“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა პოტენციური კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მხარეებს შორის დეტალებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
იტალური გაზეთი Il Mattino ასევე იმასაც იუწყება, რომ „ნაპოლი“ იტალიანოსთან 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, დამატებით 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით. აღნიშნული დამატებითი ვადა იმ შემთხვევაში დაემატება კონტრაქტს, თუკი „ფიორენტინა“ კონფერენს ლიგის ფინალს მოიგებს, „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ.
შესაბამისად, დიდი ალბათობით მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას სწორედ ვინჩენცო იტალიანო გაწვრთნის, თუ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ რიგებში დარჩენას გადაწყვეტს.