• 21-05-2024
    "ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელი იყიდა - რა ხდება ქართველის გარშემო
    "ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელი იყიდა - რა ხდება ქართველის გარშემო

    ესპანური კლუბის რიგებში დიდი ცვლილებებია დაგეგმილი. „ვალენსიამ“ სტოლე დიმიტრიევსკის წარმომადგენლობასთან შეთანხმება გააფორმა. ახალი მეკარე „ღამურებს“ სეზონის ბოლოს შეუერთდება, თავისუფალი აგენტის სტატუსით. მასთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, დიმიტრიევსკი „ვალენსიას“ შემადგენლობაში 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს.

    აღნიშნული ტრანსფერი გიორგი მამარდაშვილის მომავალზე საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს. Relevo-ს ინფორმაციით, „ვალენსიასთვის“ მაკედონიელი მეკარის შეძენა ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენდა და აღნიშნული ტრანსფერი იმაზე მეტყველებს, რომ ესპანელები მამარდაშვილის გაყიდვისთვის მზად არიან. 

    ქართველ მეკარეს ესპანურ კლუბთან ჯერ კიდევ ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა, უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩენას არ აპირებს. მისი შეძენით „ნიუკასლია“ დაინტერესებული. მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონია, თუმცა „ვალენსია“ მის დათმობას სავარაუდოდ 40 მილიონად დათანხმდება. ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებები სწორედ აღნიშნულ თანხაზე მიმდინარეობს.

    Facebook კომენტარები