მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან მიდის, საუბარი დაიწყო იმაზე, თუ ვინ გადაიბარებს მადრიდელთა რიგებში გერმანელის 8 ნომრიან მაისურს.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გატარებული 10 შესანიშნავი წლის და უამრავი ტიტულის მოგების შემდეგ, მისი ნომერი "თეთრების" რიგებში თავისუფალი გახდება.
ესპანურ წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, ახლა კროოსის ნომრის მემკვიდრეობას ორი კანდიდატი ჰყავს: ორელიან ჩუამენი და ფედერიკო ვალვერდე. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ეს ორი უნიჭიერესი ნახევარმცველი მოიაზრება ტონის ჩამნაცვლებლად, ვინაიდან მათი ბოლოდროინდელი თამაშის ხარისხი ამის თამამად თქმის საშუალებას გვაძლევს.
ცნობისთვის, 34 წლის კროოსმა "ბლანკოსში" გატარებული წლების განმავლობაში 463 მატჩი ჩაატარა და 28 გოლსა და 98 ასისტს მოუყარა თავი. მის ანგარიშზე კარიერაში მოგებული მრავალ ტიტულთან ერთად გამოსარჩევია 5 ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი, 4 ლა ლიგა და 5 უეფას სუპერ თასი.