• 22-05-2024
    "თუ ვინმე გამოგვაკლდება, მაშინ..." - რა თქვა სანიოლმა შემადგენლობის დასახელების შემდეგ
    "თუ ვინმე გამოგვაკლდება, მაშინ..." - რა თქვა სანიოლმა შემადგენლობის დასახელების შემდეგ

    საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევრო 2024-სთვის ნაკრების განაცხადი მედიას წარუდგინდა.

    მას შემდეგ კი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს საინტერესოდ უპასუხა:

    "სამიოდე თვის წინ ჩვენი ოცნება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და თამაში იყო. ბედნიერებაა ის ფაქტი, რომ საქართველო ევროპაზე წარდგება. თუ ვინმე გამოგვაკლდება, სხვას დავიმატებთ, რადგან საბოლოო განაცხადის უეფაში წარდგენის ბოლო ვადა 7 ივნისია"

    "გავალთ თუ არა ჯგუფიდან, ამაზე საუბარი ვფიქრობ, რომ არასწორია, რადგან ეს ჩვენი მოთამაშეებისთვის ზედმეტი წნეხის დამატებაა. თუმცა, უნდა ითქვას, პოტენციალი აშკარად არის"

    "არიან თუ არა მოთამაშეები ოპტიმალურ ფორმაში? ახლა რომ დაგეთანხმოთ, ესეც დამატებითი წნეხი იქნება გუნდზე. ფეხბურთი არის შრომა, დისციპლინა და პროფესიონალური მიდგომა. ამ კუთხით მე გუნდის წინსვლით კმაყოფილი ვარ. მარტში პლკეიოფის მატჩებამდე შეკრებითაც კმაყოფილი ვიყავი და ისეთი დადებითი შეგრძნება მქონდა, როგორიც არასოდეს მქონია", - თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე.

    Facebook კომენტარები