• 22-05-2024
    თურქეთთან საქართველოს 1 მოთამაშე გამოაკლდება - ვინ გამოტოვებს პირველ მატჩს
    თურქეთთან საქართველოს 1 მოთამაშე გამოაკლდება - ვინ გამოტოვებს პირველ მატჩს

    როგორც იცით, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ლორიამ მოულოდნელად წითელი ბარათი მიიღო.

    ბუნებრივია, დისკვალიფიკაციის გამო ქართველი ევროპის ჩემპიონატის მატჩსაც გამოტოვებს.

    ამ საკითხზე სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა.

    "საბერძნეთთან მიღებული წითელი ბარათის გამო ლორია თურქეთთან მატჩს გამოტოვებს, მაგრამ მეორე მატჩში დაგვემატება", - თქვა იაშვილმა.

    ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 18 ივნისს შედგება.

    Facebook კომენტარები