• 22-05-2024
    გიორგი მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა - რა თანხას ითხოვს "აიაქსი"
    გიორგი მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა - რა თანხას ითხოვს "აიაქსი"

    ცნობილმა გამოცემა "RMC Sport"-მა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, ქართველ თავდამსხმელს ახალი მსურველი გამოუჩნდა.

    საუბარია "მონაკოზე", რომელიც ახალგაზრდა შემტევისდმი უდიდეს ინტერესს გამოხატავს.

    გამოცემა აქვე წერს, რომ ფრანგული კლუბი უკვე მოლაპარეკებებსაც აწარმოებს.

    როგორც იწერება, ამსეტრდამის "აიაქსი" გიორგის სანაცვლოდ 20-30 მილიონ ევროს ითხოვს.

    ცნობისთვის, მიქაუტაძეს ნიდერლანდულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები