• 22-05-2024
    "მის ტრანსფერზე ლიგა 1-ისა და სერია ა-ს გუნდებთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს" - ჯუღელმა აზაროვის არ გამოძახება ისაუბრა
    "მის ტრანსფერზე ლიგა 1-ისა და სერია ა-ს გუნდებთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს" - ჯუღელმა აზაროვის არ გამოძახება ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა ევრო 2024-ისთვის საქართველოს ნაკრები 26-კაციანი განაცხადი მედიას წარუდგინა, სადაც ირაკლი აზაროვი ვერ მოხვდა.

    ამ ფაქტმა ქართველ გულშემატკივარში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ირაკლის გამოძახებას ყველა ელოდა, მათ შორის ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელიც, რომელმაც "Geo Team"-თან უკანასკნელ ინტერვიუში უკმაყოფილება არ დამალა:

    “ეს ამბავი შენგან გავიგე, არც ველოდებოდი სიაში რომ არ იქნებოდა. ირაკლი შახტარში გამორჩეული ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის საკითხზეც უახლოეს დღეებში საფრანგეთის ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები, ჩანიშნულია შეხვედრა შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვან გუნდთანაც"

    "ჩემთვის აზაროვი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არამარტო, მის პოზიციაზე საუკეთესოა უკრაინაშიც. მჯერა, აზაროვი საბოლოოდ მოხვდება იქ, სადაც მისი ადგილია"

    “თუ ირაკლი აზაროვი 26 კაციან სიაში ვერ ხვდება, მიხარია, ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგებას ვუმიზნებთ.

    "ეს არის მწვრთნელის გადაწყვეტილება, შეიძლება ჩვენ ვერ ვერკვევით ფეხბურთში ისე, როგორც თავად უყურებს. ყველა ქართველის მოვალეობაა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მთელი გულით ვუგულშემატკივროთ"

    Facebook კომენტარები