• 23-05-2024
    გასპერინი: “ძალიან ამაყი ვარ შედეგით”
    გასპერინი: “ძალიან ამაყი ვარ შედეგით”

    როგორც მოგეხსენებათ, “ატალანტამ” ევროპა ლიგის ფინალში ადემოლა ლუკმენის ჰეთ-თრიქით “ლევერკუზენი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

    შეხვედრის შემდეგ “ატალანტას” თავკაცმა, ჯან პიერო გასპერინიმ მედიის წარმკმადგენლებთან ისაუბრა:

    “ჩვენ დავამარცხეთ ლივერპული, როდესაც ისინი პრემიერ ლიგის სათავეში იყვნენ. ასევე ვძლიეთ სპორტინგს და ახლა ლევერკუზენს. ძალიან ამაყი ვარ შედეგით”. - განაცხადა გასპერინიმ.

    ცნობისთვის, “ატალანტა” ტიტულს 66 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა.

    Facebook კომენტარები