• 23-05-2024
    კარგი ამბავი! - ოთარ კაკაბაძემ “კრაკოვიასთან” კონტრაქტი გაახნაგრძლივა
    კარგი ამბავი! - ოთარ კაკაბაძემ “კრაკოვიასთან” კონტრაქტი გაახნაგრძლივა

    როგორც მოგეხსენებათ, 28 წლის ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე პოლონურ “კრაკოვიაში” თავს მშვენივრად გრძნობს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა პოლონურ გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

    გუნდსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე შედგა.

    ცნობისთვის, კაკაბაძე უკვე მე-3 სეზონია “კრაკოვიაში” ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში 28 წლის ქართველი მცველის ანგარიშზე 24 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გატანილი გოლი გახლავთ.

    Facebook კომენტარები