• 24-05-2024
    ვის გამოიძახებს სანიოლი კანკავას ნაცვლად - 3 ვარიანტი
    ვის გამოიძახებს სანიოლი კანკავას ნაცვლად - 3 ვარიანტი

    როგორც მოგეხსენებათ, ჯაბა კანკავამ გადაწყვიტა, რომ საქართველო ნაკრებს ევრო 2024-ზე არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც გულშემატკივარი გაჰყვეს.

    ჩვენი გუნდის ლეგენდა ვილი სანიოლის მიერ გამოძახებულ 26 კაცში შედიოდი, თუმცა ახლა 25 მოთამაშე დარჩა.

    ფრანგ სპეციალისტს და მის შტაბს აქვთ უფლება, რომ 7 ივნისამდე ჯაბა სხვა ფეხბურთელით ჩაანაცვლონ და სია ისე წარადგინონ.

    გთავაზობთ სამ ძირითად ვარინტს თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს კანკავა.

    მოგეხსენებათ, ჯაბა საყრდენი ნახევარმცველია და ლოგიკური იქნება თუ ვილი სწორედ ამ პოზიციაზე გამოიძახებს ვინმეს, თუმცა ყველაზე რეალური ირაკლი აზაროვის, გიორგი არაბიძისა და ვლადმიერ მამუჩაშვილი გამოძახებაა.

    ბოლო პერიოდში, მამუჩა ნაკრების სიის წევრი ხშირადაა, თუმცა თამაში ნაკლებად უწევს, თუ თამაშობს კიდევ მარჯვენა მცველი პოზიციაზე, სადაც სანიოლს 2 მოთამაშე ჰყავს. მისი გამოძახება საკმაოდ რეალური ჩანს იმ ფონზე, რომ მას საყრდენადაც შეუძლია თამაში.

    რაც შეეხება აზაროვს, ირაკლის გამოძახების სურვილი შტაბში აქმდეც დიდი იყო, თუმცა დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელს ლევან შენგელია და გიორგი წიტაიშვილი ამჯობინეს, რომლებმაც გასულ მატჩებში თავი ბრწყინვალედ წამრმოაჩინეს. ახლა შესაძლოა ფეხბურთელს ნაკრების კარი გაეხსნას და ევრო 2024-ზე მიეცეს თამაშის შანსი.

    და ბოლოს, გიორგი არაბიძე. მის გამოძახებს ქართველი გულშემაკივარი დიდი ხანია ელის, ის მარტის გაფართოებულ სიაშიც იყო, თუმცა სანიოლის ნაკრებში უშუალოდ 26 კაცში არასდროს მოხვედრილა. არაბიძე ნახევარმცველია და პოზიციურად კანკავას გიორგით ჩანაცვლება სწორი ნააბიჯი იქნება, თუმცა რას ფიქრობ ვილი არავინის იცის.

    აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა ნაკრებს არავინ არ დაემატოს და გერმანიაში 25 მოთამაშით წავიდეს.

    Facebook კომენტარები