• 24-05-2024
    ჯეიმი კარაგერი: "ფოდენი ბელინგემზე ნიჭიერია"
    ჯეიმი კარაგერი: "ფოდენი ბელინგემზე ნიჭიერია"

    "ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ ფილ ფოდენი უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე ჯუდ ბელინგემი და რომ სწორედ "სიტის" შემტევია ის, ვინც ყველაზე მეტად ჰგავს ზინედინ ზიდანს მისი სათამაშო სტილით. 

    The Telegraph-თან საუბრისას მან თქვა: "ფაქტია, ჯუდ ბელინგემი მადრიდის "რეალის" ვარსკვლავია, თუმცა მე ზიზუს ფილ ფოდენი მახსენებს." 

    "რა თქმა უნდა, ბელინგემი ფენომენალურია, მაგრამ ჩემთვის, ფოდენი ინგლისის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. მართალია, ეს ორი სხვადასხვა პროფილის მოთამაშეები არიან, თუმცა არის რაღაც ასპექტები "სიტის" შემტევის თამაშში, რაც მას ყველა იმ მოთამაშისგან გამოარჩევს, ვისაც კი ოდესმე ინგლისის ნაკრების მაისური ჩაუცვამს." დაამატა კარაგერმა. 

    გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს "დორტმუნდის ბორუსია" და "პსჟ" დაუპირისპირდა, კარაგერმა "ყვითლების" მხარდაჭერა აქტიურად დაიწყო. აქედან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ იქნება, თუ ვის უგულშემატკივრებს კარაგერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

    Facebook კომენტარები