• 30-06-2023
    ისრაელის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრების დამარცხებას ასე ვაპირებთ"
    ისრაელის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრების დამარცხებას ასე ვაპირებთ"

    ისრაელის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გაი ლუზონმა საქართველოსთან მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    „საქართველოსთან გამართული წინა ამხანაგური მატჩი სხვა დონის იყო და მაშინ ორივე გუნდი სხვა მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ამჯერად ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვხვდებით ერთმანეთს, საქართველო კი ძლიერი გუნდია, რომელმაც ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ამ შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვოთ“

    საქართველოს მსგავსად, ჩვენი ჯგუფიც ძალიან რთული იყო, თუმცა ამ ორი გუნდის თამაშის დონე ერთმანეთისგან ნამდვილად განსხვავდებოდა. 2-3 ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს, თუმცა შევეცდებით ბოლომდე ვიბრძოლოთ.

    55 000 გულშემატკივრის წინაშე ნამდვილად გაგვიჭირდება თამაში, ამიტომ მთავარი აქცენტი დაცვაზე უნდა გამახვილოთ”. - განაცხადა ლუზონმა.

    Facebook კომენტარები