• 28-05-2024
    “მამარდაშვილი ევროპის საუკეთესო მეკარე გახდება” - ანდრე პალოპი
    “მამარდაშვილი ევროპის საუკეთესო მეკარე გახდება” - ანდრე პალოპი

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და ლა ლიგის ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია.

    “ღამურების” ყოფილმა კარის დარაჯმა, ანდრე პალოპმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა:

    “ის რომ მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ჩინებული ამბავია. ეს კარგია ვალენსიასთვის და თავად გიორგისთვის. მას აღმოაჩნდა ის უნარი, რომ უმნიშვნელოვანეს დროს გუნდს დახმარებოდა თავის ნაკრენს და ლიდერის თვისებები გამოევლინა. მან ნათლად წარმოაჩინა საკუთარი თავის რწმენა. ყოველდღიურად უკეთეს მამარდაშვილს ვხედავთ. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უკეთესი მეკარე გახდეს. თუ უკვე არ არის, მამარდაშვილი აუცილებლად გახდება ესპანეთისა და ევროპის საუკეთესო მეკარე. თუ რომელიმე ევროპული გრანდი მის სანაცვლოდ დიდ თანხას არ გადაიხდის, მას შეუძლია, რომ ვალენსიაში ისტორია დაწეროს”. - განაცხადა პალოპმა.

    Facebook კომენტარები