• 30-06-2023
    საქართველო VS ისრაელი - საინტერესო ფაქტები
    საქართველო VS ისრაელი - საინტერესო ფაქტები

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ისრაელს დაუპირისპირდება.

    მატჩის წინ საინტერესო მოვლენებს გთავაზობთ:

    საქართველოსა და ისრაელის 21-წლამდე ნაკრებები გორში ახლახან ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, სადაც ისრაელელებმა 1:2 იმარჯვეს.

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი წიტაიშვილი ისრაელის ქალაქ რიშონ ლეზიონში დაიბადა.

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს კიდევ 2 ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული, 2019 წელს ლუკა ლოჩოშვილმა და გიორგი არაბიძის გოლით მეტოქეს 2:1 სძლიეს. 2011 წელს კი ისრაელმა 2:0 მოიგეს.

    ისრაელი ევროპის ჩემპიონატზე მესამედ თამაშობს, აქამდე მათ კონტინენტის პირველობაზე 2007 და 2013 წლებში იასპარეზეს.

    ისრაელი 2013 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იყო და ჯგუფური ეტაპის გადალახვაც მოახერხა.

    საქართველო ევროპის ჩემპიონატის დებიტანტი გახლავთ, ”ჯვაროსნები” 2006 წლის პირველი დებიუტანტი გუნდი გახდნენ, რომლებმაც პლეი-ოფში გააღწიეს.

    საქართველო 2009 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახლავთ, რომელმაც პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

    ისრაელის 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილზე გააღწია, იმ გუნდიდან 5 ფეხბურთელი ასპარეზობს ისრაელის 21-წლამდელთა გუნდი. 

    Facebook კომენტარები