• 12-04-2022
    კანავარო იტალიურ ფეხბურთს აფრთხილებს
    კანავარო იტალიურ ფეხბურთს აფრთხილებს
    Aa

    იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, 2006 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, ფაბიო კანავარო Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში "სკუადრა აძურას" გარშემო არსებულ სიტუაციას ეხმაურება. იგი ძალიან დამწუხრებულია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს. 


    "ასე თუ გაგრძელდება და სიტუაციას ყურადღება არ მიექცევა, საუკეთესოებს შორის აღარ ვიქნებით. აუცილებელია, რომ გარკვეული გეგმა შემუშავდეს, რის საფუძველზეც ვიმოქმედებთ. სისტემა აშკარად არ მუშაობს. საკლუბო ფეხბურთშიც ბევრი პრობლემაა და უშუალოდ შიდა ჩემპიონატშიც. ასევე საფეხბურთო ინფრასტრუქტურაშიც მოვიკოჭლებთ. ევროპის ქვეყნებს ამ ასპექტში ჩამოვრჩებით და სხვაობა აშკარად შესამჩნევია."


    "მინდა, რომ გავიზარდო, როგორც მწვრთნელი, ასევე პიროვნება, თუნდაც ახალი ქვეყნების შემეცნებითა და მათი კულტურის გაცნობით. ჩემი სურვილია, რომ მომავალში იტალიაში ვიმუშაო"- განაცხადა ფაბიომ. 

    Facebook კომენტარები