• 28-05-2024
    მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე 100 000 დოლარი დადო
    მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე 100 000 დოლარი დადო

    როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და ბორუსიას "დორტმუნდი" დაუპირისპირდებიან.

    აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა თავისი ფსონი გააკეთა.

    კერძოდ, მისი აზრით, შეხვედრა უგულო ფრედ დასრულდება, რაზეც მან 100 000 დოლარი განათავსა.

    "ქართველი მანქანა" ასევე  ვარაუდობს, რომ ჩემპიონთა ლიგის გამრჯვებული რიგით 15-ედ "სამეფო კლუბი" გახდება.

    ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 1 ივნისს, უემბლიზე გაიმართება.

    Facebook კომენტარები