• 29-05-2024
    კიდევ ერთი მეგა ტრანსფერი - ვისი შეძენა დაგეგმა კონტემ "ნაპოლიში"
    კიდევ ერთი მეგა ტრანსფერი - ვისი შეძენა დაგეგმა კონტემ "ნაპოლიში"

    უკვე არაერთმა ცნობილმა წყარომ დაადასტურა, რომ ანტიონიო კონტე მალე "ნაპოლის" ჩაიბარებს.

    როგორც გამოცემა "Football Italia" წერს, იტალიელმა სპეციალისტმა ერთი ტრანსფერი უკვე დაგეგმა.

    ირკვევა, რომ "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელის მთავარი სამიზნე "რომას" ფეხბურთელის, პაოლო დიბალას დამატება იქნება.

    აღსანიშნავია, რომ არგენტინელ შემტევს "ჯალაროსისთან" კონტრაქტი მომდევნო წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

    ცნობისთვის, დიბალამ ამ სეზონში აქტივში 16 გოლთან ერთად 10 ასისტი ჩაიწერა.

    Facebook კომენტარები