გავრცელებული ინფორმაციით, "დორტმუნდის ბორუსიას" "ჩელსისგან" იან მაატსენის გამოსყიდვა სურს იჯარის ვადის დასრულების შემდეგ. როგორც ფაბრიციო რომანო ამბობს, ბუნდესლიგის მხარე "ლურჯებთან" მოლაპარაკებებს მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ დაიწყებს.
როგორც ჩანს, "დორტმუნდი" მაატსენს ზაფხულის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ განიხილავს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ არ სურთ "ჩელსის" მიერ მასზე დაწესებული 35 მილიონი ფუნტის გადახდა. გერმანელები ფიქრობენ, რომ ეს ფასი ზედმეტად მაღალია.
თავის მხრივ, 22 წლის ნიდერლანდელი მცველი გერმანიაში თავს კარგად გრძნობს და კლუბში დარჩენა ძალიან უნდა. ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ "დორტმუნდი" მზადაა "არისტოკრატებს" 25 მილიონი ფუნტი შესთავაზოს მცველის შესაძენად.
შეგახსენებთ, რომ მაატსენი "დორტმუნდში" იჯარით წესით 2024 წლის იანვრიდან იმყოფება. მან 2023/24 წლების სეზონში "ყვითლების" მაისურით 22 მატჩში ჩაატარა, სადაც სამი გოლი ორი ასისტი დააგროვა.