• 30-05-2024
    როისი: "ყველაფერი 90 წუთში გადაწყდება..."
    როისი: "ყველაფერი 90 წუთში გადაწყდება..."

    როგორც უკვე ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მარკო როისისთვის ბოლო მატჩი იქნება, რომელსაც ის "დორტმუნდის ბორუსიას მაისურით ჩაატარებს.

    როისმა რომელიც ამ პარასკევს 35 წლის იუბილეს იზეიმებს, კლუბში 12-წლიანი კარიერის შემდეგ გამოაცხადა, რომ ის "დორტმუნდს" 2023/24 წლების სეზონის დასრულებისას დატოვებს. მარკო გულშემატკივარს პირდება, რომ ეს მისი "ყვითლებში" გატარებული დროის ღირსეული დასასრული იქნება.

    UEFA.com-თან ინტერვიუში მან თქვა: “მე ვიტყოდი, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ითამაშო შენი ბოლო თამაში, თანაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მოიგო იგი. დავიწყე ჩემპიონთა ლიგის ფინალით უემბლიზე 2013 წელს და დავასრულებ იმავე მოედანზე 2024 წელს."

    "უემბლიზე ბოლო ფინალი 11 წლის წინ იყო, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, განსხვავებული მოთამაშეები და სხვა, ასე რომ, ეს არ არის შურისძიება, ეს მხოლოდ რაღაც დიადის მოლოდინია. ამ მომენტისთვის ჩვენი ერთადერთი მიზანი თასის მოგებაა. ყველაფერი 90 ან 120 წუთში გადაწყდება, იმედი მაქვს, ამჯერად ტიტული ჩვენს ხელში აღმოჩნდება." დაამატა როისმა.

    Facebook კომენტარები