• 30-05-2024
    ლუნინი ლონდონში მარტო მიფრინავს - რა არის ამის მიზეზი
    ლუნინი ლონდონში მარტო მიფრინავს - რა არის ამის მიზეზი

    სულ რამდენიმე საათში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ლონდონის თვითმფრინავში ჩაჯდებიან. თუმცა, ცნობილია, რომ ერთი-ერთი მათგანი გუნდთან ერთად ინგლისში არ გაფრინდება.

    მრავალი წყაროს თანახმად, ანდრეი ლუნინს ინგლისის დედაქალაქში მარტო მოუწევს გამგზავრება მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში გრიპით დაავადდა.

    კლუბს სურს შეამციროს სხვა მოთამაშეების ვირუსის შეურის შანსი "დორტმუნდის" წინააღმდეგ გადამწყვეტი მატჩის წინ.

    უკრაინელი მეკარე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა და ახლა 99%-ით გამორიცხულია, რომ ის ფინალს ძირითადიდან დაიწყებს.

    Facebook კომენტარები