• 30-05-2024
    მიქაუტაძის ეფექტი! - “სენტ ეტიენი” უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
    მიქაუტაძის ეფექტი! - “სენტ ეტიენი” უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს 30 მაისს “სტ.ეტიენის” წინააღმდეგ უმნიშველოვანესი შეხვედრა ელის.

    გავლენიანი გამოცემა Envertetcontretous.fr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”სენტ ეტიენი” საშინაო შეხვედრაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას გეგმავს.

    მიზეზი კი ის არის, რომ გიორგი მიქაუტაძის გასულ სეზონში გატანილ გოლს “სენტ ეტიენის” გულშემატკივრების ვნებათა ღელვა მოჰყვა.

    გუნდის დირექციას არ სურს, რომ იგივე განმეორდეს.

    ცნობისთვის, “მეცსა” და “სენტ ეტიენს” შორის გამარჯვებული ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებს.

    Facebook კომენტარები