• 30-05-2024
    რა ხდება რომელუ ლუკაკუს გარშემო? - უახლესი ცნობები
    რა ხდება რომელუ ლუკაკუს გარშემო? - უახლესი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, 1 ივნისს რომელუ ლუკაკუს “რომასთან” საიჯარო კონტრაქტი ეწურება. 

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლი” და “ჩელსი” ბელგიელი თავდამსხმელისა და ოსიმენის გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რაც ჩაიშალა.

    როგორც ირკვევა, ნებისმიერ დაინტერესებულ კლუბს ლუკაკუს სანაცვლოდ 38 მილიონი გირვანქა სტერლინგის გაღება მოუწევს.

    ცნობისთვის, ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 47 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები