• 31-05-2024
    "დორტმუნდი" სანჩოს გამოსყიდვას ეცდება - რას ამბობს კლუბის დირექტორი
    "დორტმუნდი" სანჩოს გამოსყიდვას ეცდება - რას ამბობს კლუბის დირექტორი

    "MEN"-ის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" სატრანსფერო მოლაპარაკებებს დაიწყებს ჯეიდონ სანჩოს გამოსყიდვის თაობაზე.

    შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სანჩოს "ოლდ ტრაფორდიდან" გერმანიაში დაბრუნებისა, მისი სოციალურ მედიაში განთავსებული განცხადება იყო ერიკ ტენ ჰაგის წინააღმდეგ.

    "დორტმუნდში" იჯარით დაბრუნებამ როგორც ჩანს, მასზე ძალინ კარგად იმოქმედა, ვინაიდან ინგლისელი მშვენიერ ფორმაში შევიდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც მიაღწია.

    გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება სანჩოს არ სურს, ხოლო გერმანული მხარის პოზიცია სწორედ ამ უკანასკნელის "წითელი ეშმაკებისგან" გამოსყიდვაა.

    კლუბის დირექტორმა სებასტიენ კელმა განაცხადა : "მას ჯერ კიდევ აკავშირებს კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან", ასე რომ, არავინ იცის რა მოხდება ინგლისში. ჩვენ ვაპირებთ გამოსყიდვაზე დისკუსიას, მაგრამ ფინალის შემდეგ."

    Facebook კომენტარები