• 01-06-2024
    "ნაპოლის" ხვიჩას გაშვება არ სურს, თუმცა პარიზიდან დიდი შემოთავაზებაა - რა თანხას იხდის "პსჟ"
    "ნაპოლის" ხვიჩას გაშვება არ სურს, თუმცა პარიზიდან დიდი შემოთავაზებაა - რა თანხას იხდის "პსჟ"

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას "პარის სენ-ჟერმენთან" აქტიურად აკავშირებენ.

    ცნობილი ჟურნალისტი სანტი აოუნა ქართველი შემტევის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    მისი თქმით, "პარტენოპეის" კვარას გაშვება არ სურს, რის სანაცვლოდაც მოთამაშეს წლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

    წყარო აქვე დასძნეს, რომ ფეხბურთელის მხარე 6 მილიონ ევროსა და გამოსასყიდ თანხას მინიმუმ 130 მილიონ ევროს ითხოვს.

    აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ხვიჩას კარზე პარიზული გრანდიც დგას, რომელიც მზადაა, რომ "ნაპოლის" მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო შესთავაზოს.

    ცნობისთვის, კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები