• 02-06-2024
    რა თქვა ბელინგემმა ჩემპიონთ ლიგის პირველად მოგების შემდეგ
    რა თქვა ბელინგემმა ჩემპიონთ ლიგის პირველად მოგების შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალმა” ისტორიაში მეთხუთმეტედ ჩემპიონთა ლიგის თასი დაისაკუთრა.

    “სამეფო კლუბის” ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა მედიის წარმომადგენლებთან პირველი კომენტარი გააკეთა:

    “თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი მანამ, სანამ იქ დედაჩემისა და მამაჩემის სახეები დავინახე. მერე გონებაში რაღაცამ დამარტყა. ჩემს პატარა ძმას იქ ვხედავდი. ვისთვისაც ვცდილობ ვიყო მისაბაძი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს საუკეთესო ღამეა ჩემს ცხოვრებაში”. - განაცხადა ჯუდმა.

    შეგახსენებთ, რომ ბელინგემმა კარიერაში პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

    Facebook კომენტარები