• 03-06-2024
    ინტერესი რეალურია! - მამარდას პრემიერ ლიგიდან შემოთავაზება აქვს
    ინტერესი რეალურია! - მამარდას პრემიერ ლიგიდან შემოთავაზება აქვს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ჩინებულ ფორმაშია.

    გავლენიანი სპორტიოი ჟურნალისტის, პედრო მორატას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნიუკასლი” მამარდაშვილის შეძენით ინტერესდება.

    როგორც ირკვევა, “კაჭკაჭები” მზად არიან, რომ ქართველ მეკარეში 41 მილიონი ევრო გადაიხადონ.

    ცნობისთვის, მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარი მშრალად არაერთხელ შეინახა.

    Facebook კომენტარები