• 01-07-2023
    ცნობილია - რამდენი იქნება მეისონ მაუნტის ყოველწლიური ანაზღაურება "იუნაიტედში"
    ცნობილია - რამდენი იქნება მეისონ მაუნტის ყოველწლიური ანაზღაურება "იუნაიტედში"

    უამრავი მცდელობის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" მეისონ მაუნტის ტრანსფერი შეათანხმეს.

    სანდო გამოცემების თქმით, კლუბები 55 მილიონ გირვანქაზე შეთანხმდნენ, დამატებითი 5 მილიონი კი ბონუსზეა გათვლილი.

    როგორც ირკვევა, მაუნტი ყოველკვირეულად 250,000 გირვანქას მიიღებს, ბონუსებით კი 300,000-ზე შეუძლია ასვლა.

    მაუნტი წელიწადში 13 მილიონს მიიღებს და "იუნაიტედის" მე-4 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

    Facebook კომენტარები