• 01-07-2023
    რამდენად რეალურია მბაპეს "იუნაიტედში" ტრანსფერი - მედია ახალმა ინფორმაციამ მოიცვა
    რამდენად რეალურია მბაპეს "იუნაიტედში" ტრანსფერი - მედია ახალმა ინფორმაციამ მოიცვა

    კილიან მბაპეს საგა გრძელდება და დიდი შანსია, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ამჯერად მართლაც დატოვოს "პარი სენ-ჟერმენი".

    უახლესი ინფორმაციით, მბაპე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, პარიზელებს კი მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ.

    შეიხების კლუბმა კილიანს მოთხოვნა წაუყენა - ის ან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს ან ახალ კლუბს მოძებნის.

    ბრიტანული მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაინტერესებული კლუბი "იუნაიტედია" და "პსჟ"-ს ურჩევნია, რომ მბაპე "რეალის" გარდა სხვა გუნდშიც გაყიდოს.

    მაგრამ ორი დიდი პრობლემაა - პირველ რიგში, კილიანის ოცნება სწორედ მადრიდულ კლუბში თამაშია და სხვაგან წასვლაზე არ ფიქრობს.

    მეორე, თუ "მანჩესტერის" ახალი მფლობელი შეიხ ჯასიმი გახდება, მბაპე ოლდ ტრაფორდზე თამაშზე უარს იტყვის, რადგან ფრანგულ გუნდს სწორედ შეიხებთან ცუდი ურთიერთობის გამო ტოვებს.

    აქედან გამომდინარე, ძალიან მცირე შანსია იმის, რომ მბაპე "იუნაიტედში" ვიხილოთ.

    Facebook კომენტარები