• 07-06-2024
    განახლებული ფასი! - რა ღირს გიორგი მიქაუტაძე
    განახლებული ფასი! - რა ღირს გიორგი მიქაუტაძე

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ 2024/2025 წლების სეზონი ჩინებულად ჩაატარა.

    გავლენიანი გამოცემა, Transfermarkt-ის მიხედვით, მიქაუტაძის ფასმა საგრძნობლად აიწია.

    ახალი განახლების მიხედვით, გიორგის ფასი 9 მილიონი ევროდან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

    ცნობისთვის, 23 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები