• 07-06-2024
    ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში?! - რომელი კლუბი დაინტერესდა ქართველის დამატებით
    ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში?! - რომელი კლუბი დაინტერესდა ქართველის დამატებით

    ფრანგულ სპორტულ მედიაში ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით ახალი ცნობები გავრცელდა.

    კერძოდ, "ბორდოს" ქართველი შემტევი ლიგა 1-ის კლუბთან დააკავშირეს.

    საუბარია საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონზე, "სენტ-ეტიენზე", რომელიც უმაღლეს დივიზიონში ცოტა ხნის წინ, "მეცის" დამარცხებით აღზევდა.

    როგორც იწერება, "მწვანეები" შემდეგი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავენ და ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა ზურიკოც იყოს.

    ცნობისთვის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 10 ივნისს გაიხსნება, ხოლო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი, "Transfermarkt"-ის მონაცემების მიხედვით, 3 მილიონ ევროს უდრის.

    Facebook კომენტარები